სიახლეები

card__image

ვარსქენ პიტიახშის იმიტირებული სასამართლო პროცესი.

კოლეგებო, "ეტალონმა" თავის ვებ გვერდზე განათავსა ჩვენი სკოლის ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები. წარმოგიდგენთ ქართული ენის მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკას "ვარსქენ პიტიახშის იმიტირებული სასამართლო პროცესი."

card__image

თბილისის N128 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პასუხი ოკუპაციას

თბილისის N128 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პასუხი ოკუპაციას - ისტორიის პედაგოგებმა ბავშვები წარსულში „ამოგზაურეს“

card__image

წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

წარმოგიდგენთ სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრის ამსახველ ღონისძიებას

card__image

კონფერენცია თსუში 2023

საგანმანათლებლო ხარისხი რომ დღევანდელობის მთავარი გამოწვევაა, ეს ფაქტია, მაგრამ როგორ, რა საშუალებებით უნდა გადაჭრას სკოლამ ეს პრობლემა? ძნელია შეცვალო თანამედროვე მოსწავლე, მრავალმხრივი ინფორმაციით დატვირთულსა და მობილურზე მიჯაჭვულს გაუჩინო სწავლის მოტივაცია.

იხილეთ ყველა სიახლეები

სკოლის ისტორია

ქალაქ თბილისის სკოლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია 128-ე სჯარო სკოლა, ის 1965 წლიდან ემსახურება მომავალი თაობის აღზრდა-განათლების მეტად რთულ და საინტერესო საქმეს. პოზიტიური სასწავლო გარემო ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა. სკოლის ერთ-ერთ კედელზე ბავშვთა უფლებების თემაზე შესრულებული ნახატი მოგხვდებათ თვალში, რომელზეც მოსწავლეებს თავიანთი ხელით წაუწერიათ ყველაზე ღირებული სიტყვები: მეგობრობა, სიყვარული, თვითგამოხატვა, თანასწორობა, ოჯახი, სწავლა. უკვე ამ ადგილიდან იწყება ის თბილი და მეგობრული გარემო, რომელიც თითოეული მოსწავლის ინტერესზეა გათვლილი და ადამიანური ღირებულებების გათავისებას ემსახურება.